Up

ეს საინტერესოა...

ენებში ხშირად არის ერთნაირი სიტყვები. ერთი ენიდან ზოგი სიტყვა მეორე ენაში შედის. ქართულშიც გვაქვს ბერძნული, ლათინური, ფრანგული, ინგლისური სიტყვები. ასეთია: მუზეუმი, სკოლა, აფთიაქი, უნივერსიტეტი, ფოსტა, ტელევიზია, ტელეფონი, რადიო, სტადიონი, ტაქსი, სპორტსმენი, სიმპოზიუმი, სუპერმარკეტი, კომპიუტერი და სხვა.

მუზები ბერძნულ მითოლოგიაში იყვნენ ზევსის ქალიშვილები. ზევსს ცხრა ქალიშვილი ჰყავდა. მათ ჰქონდათ ტაძრები — მუსეიონები. აქედან მოდის სიტყვა მუზეუმი ქართულ ენაში, museum — ინგლისურში, Museum — გერმანულში, musée — ფრანგულში, museo — ესპანურში და იტალიურში.

აფთიაქი ბერძნული სიტყვაა, გერმანულად არის Apotheke და რუსულად — аптека.

სკოლა ბერძნული სიტყვაა, ინგლისურად არის — school, გერმანულად — Schule, ფრანგულად — école, რუსულად — школа.

უნივერსიტეტი მოდის ლათინური სიტყვიდან universitas. გერმანულად არის — Universität, ინგლისურად — university, ფრანგულად — université, რუსულად — университет.

ფოსტა ფრანგული სიტყვაა — poster, ინგლისურად არის — post, გერმანულად — Post, რუსულად — почта.

ტაქსი ფრანგული სიტყვაა — taxi. სხვა ენებშიც ასეა: ინგლისურად — taxi, გერმანულად — Taxi, რუსულად — такси.

ტელევიზია ბერძნული სიტყვაა, ინგლისურად არის television, გერმანულად — Television, ფრანგულად — télévision, რუსულად — телевизия.

რადიო ლათინური სიტყვაა, ინგლისურად არის radio, გერმანულად — Radio, ფრანგულად — radio, რუსულად — радио.

სტადიონი ბერძნული სიტყვაა, ინგლისურად არის stadion, გერმანულად — Stadion, ფრანგულად — stade, რუსულად — стадион.

სპორტსმენი ინგლისური სიტყვაა sportsman, გერმანულად არის — Sportler, რუსულად — спортсмен.

სიმპოზიუმი ბერძნული სიტყვაა. ინგლისურად არის — symposium, გერმანულად — Symposium, ფრანგულად — symposium, რუსულად — симпозиум.