- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
წერილი საქართველოდან
თბილისი, 22.10.2014
ჩემო სიბილა,
ხომ იცი საქართველოდან გწერ. მე აქ ყველაფერი მომწონს: ხალხი, ცეკვები, სიმღერები, საჭმელები, მუზეუმები... ამინდიც კარგია: მზიანი და თბილი.
მე და ჯორჯი კახეთში ვიყავით. აი, კახეთის ფოტოები.
ქართველებს ძალიან უყვართ სტუმარი, ჩვენ ერთი კახელის ოჯახში დავლიეთ ღვინო.
მე ძალიან მომწონს ჩურჩხელები. ელენმა ჰკითხა კახელ კაცს:
− ეს სანთელია?
ჯორჯმა უთხრა ელენს:
−არა, ეს ხილია.
კაცმა გაიცინა და გვითხრა:
−ეს არის ნიგოზი, ამოვლებულია ყურძნის წვენის ფაფაში. ამ ფაფას თათარა ჰქვია. მერე ჩურჩხელებს მზეზე კიდებენ.
ჩვენ ვნახეთ თელავი − კახეთის რეგიონის ერთ-ერთი დიდი ქალაქი. იქ არის მეფე ერეკლეს მუზეუმი და რეზიდენცია, ვიყავით პატარა და ლამაზ ქალაქ სიღნაღში, მერე წავედით ალავერდში. ეს არის მე-11 საუკუნის ტაძარი.
ჩვენ ასევე ვნახეთ ქართული ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი. მოცეკვავეები იყვნენ ნაციონალური ტანსაცმლით.
მე ფოტოალბომს ვაკეთებ საქართველოზე და მალე ნახავ ყველა ფოტოს.
შენი ტობიასი