Up

ჩემი სოფელი

ჩემი სოფელი

ბევრი კარგი სოფელი არსებობს. ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგი სოფლებიც არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემს სოფელზე უკეთესი არც ერთი არაა. ის გაზაფხულზე ძალიან ლამაზია. იქ ყველაფერი მწვანეა. მენატრება ჩემი სოფლის ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი, მიწის სუნი წვიმის შემდეგ... ზოგჯერ ახლაც მესმის ჩიტების, მამლების, ქათმებისა და ძაღლების ხმა... მე მინდა ხის ქვეშ ჰამაკში ყოფნა და წიგნების კითხვა.

აპრილში ვიყავი სოფელში და ახლა ბევრი სურათი მაქვს: ბებიის და პაპის სახლი, ძველი ეკლესია, წყარო, ლურჯი ცა და სოფლის გოგო-ბიჭები.

ჩვენს სოფელში ბევრი ხილია: ბალი, ალუბალი, ვაშლი, ატამი, მსხალი და ყურძენი.

მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ბებია და პაპა.

ჩემი სოფელი

ჩვენს სოფელს ახალი სამსართულიანი სკოლა აქვს. აქ 300 მოსწავლე სწავლობს. გაკვეთილები 9 საათიდან 2 საათამდეა. მოსწავლეები სკოლაში მთელი დღე არიან: დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე. ისინი იქ სწავლობენ გაკვეთილებს და წერენ დავალებებს მეორე დღისთვის. დღის მეორე ნახევარში მათ სპეციალური მასწავლებელი ჰყავთ. ეს ძალიან კარგია მშობლებისთვის იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ.

სკოლაში არის კარგი სტადიონი, პატარა აუზი, ბიბლიოთეკა, სასადილო ოთახი. მოსწავლეებს კვირაში ორჯერ აქვთ სპორტის გაკვეთილები. სკოლაში არის ფეხბურთის და კალათბურთის გუნდები, მოსწავლეებს შეუძლიათ ჭადრაკის თამაში, ცურვა. აქ ასევე არის მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართული ცეკვის და სიმღერის წრეები. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხატვის გაკვეთილი. ისინი ბევრ სურათს ხატავენ და ხშირად აქვთ გამოფენა. წლის ბოლოს მოსწავლეები წერენ ტესტებს. ბავშვებს უყვართ სკოლა და სკოლის მასწავლებლები.

ჩემი სოფელი

ჩვენს სოფელში ახალი სავაჭრო ცენტრიც არის. ის ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე. აქ იყიდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, კომპიუტერები, საოჯახო ნივთები, საჭმელი, სასმელი, ბოსტნეული და ხილი. აქ არის ბევრი ქართული პროდუქცია, ასევე უცხოურიც. მაღაზიებში არის ფრანგული, გერმანული, იტალიური, ინგლისური, ესპანური, ბერძნული, პოლონური, თურქული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. კარგია რუსული და ბულგარული გასტრონომიული პროდუქტები. საოჯახო ნივთები არის ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან და უნგრეთიდან.

სავაჭრო ცენტრში არის სათამაშო ადგილი ბავშვებისთვის, კაფე-რესტორანი. ხალხი საუზმობს, სადილობს და ვახშმობს. სავაჭრო ცენტრში სხვა სოფლებიდან მოდის ავტობუსი, მიკროავტობუსი და ტაქსი. აქ კარგი პროდუქციაა და ყველა კმაყოფილია.

ჩემი სოფელი

ჩვენს სოფელს ახალი ბაზარი აქვს. ამ ბაზარში ბევრი კომფორტული მაგიდაა. მაგიდებზე ბევრია ხილი და ბოსტნეული, ხორცი, ყველი, კვერცხი, თევზი, ხილის წვენი და მინერალური წყალი. ბაზარში ყიდიან ყვავილებს.

ხილის გამყიდველი ამბობს:

— ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სოფელში ასეთი კარგი და ლამაზი ბაზარია.

— აქ ყველაფრის ყიდვა შეგვიძლია, თანაც უფრო იაფად, ვიდრე თბილისის სუპერმარკეტებში. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სოფელი და ახალი ბაზარი, — ამბობს მეორე ქალბატონი.

ბაზრის დირექტორმა თქვა:

— სოფელში კარგი გზა არის და სხვა სოფლებიდანაც მოაქვთ პროდუქტები. ჩვენს ბაზარში ყოველთვის ახალი პროდუქტები არის.

ჩემი სოფელი