Up
   სულხან-საბა

ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით

ერთმა მეფემ უთხრა თავის ვეზირს:

— ყველაზე ტკბილი საჭმელი მინდა.

წავიდა ვეზირი, იყიდა ენა, შეწვა და მეფეს მიართვა. მას ძალიან მოეწონა

ენა და ვეზირს უთხრა:

— ახლა წადი და ყველაზე მწარე საჭმელი მოიტანე ჩემთვის!

წავიდა ვეზირი, ისევ ენა იყიდა, მოხარშა და მეფეს მიართვა.

მეფემ ჰკითხა:

— მწარე გთხოვე და ენა მოიტანე, ტკბილი გთხოვე და ისევ ენა მოიტანე?!

ვეზირმა უპასუხა:

— ქვეყანაზე ენა არის ყველაზე ტკბილიც და ყველაზე მწარეც.