- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
სოფლის მშენებლები
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
ძაღლი და მამალი მეგობრები იყვნენ, მამალმა უთხრა ძაღლს:
− ნახე, რა კარგი ადგილია! მე მინდა აქ სოფლის აშენება!
ძაღლმა თქვა;
− კი, კარგი ადგილია! აქ სოფლის აშენება კარგი იდეაა! მეც მინდა შენი დახმარება. როგორ დავიწყოთ შენება?
− ეს ხომ ძალიან ადვილია, ჩემო მეგობარო! შენ დაიწყე ყეფა, მე დავიწყებ ყივილს და სოფელსაც ავაშენებთ.
ისინი წავიდნენ ტყეში. ძაღლმა დაიწყო ყეფა და დაიღალა. მამალმა დაიწყო ყივილი. მელამ მისი ხმა გაიგონა, მივიდა და მამალს ჰკითხა:
− მამალო, რას აკეთებ?
მამალმა უთხრა:
− სოფელს ვაშენებ.
მელამ უთხრა:
− ამ სოფელში მეც მინდა სახლის აშენება. სად დავიწყო აშენება?
მამალმა უპასუხა:
− ჩვენი უფროსი ძაღლია. მას ჰკითხე.
მელა ძაღლთან მივიდა და უთხრა:
− ადექი, სახლის ადგილი მინდა!
ადგა ძაღლი, დაიწყო მელას კბენა. მელა გაიქცა.
ძაღლი გაეკიდა,
მისი ყეფა ირგვლივ ისმოდა.
მელა პატარა მთაზე ავიდა და იქიდან დაუძახა ძაღლს:
− მე ხომ სულელი ვარ, მაგრამ თქვენც არ ხართ
ჭკვიანი მშენებლები:
ასე სოფელს ვერ ააშენებთ!