- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ორი ძმა
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
იყო ორი ძმა. უფროს ძმას ცოლი და შვილი ჰყავდა, უმცროსი ძმა კი უცოლო იყო. დაიწყეს ძმებმა ცალკე ცხოვრება. ნახევარი სახლი ერთი ძმის იყო, მეორე ნახევარი კი მეორე ძმის. ძმებს ორი მარანი ჰქონდათ. უფროსი ძმის მარანი მარჯვნივ იყო, უმცროსი ძმის მარანი — მარცხნივ.
ისინი მარანში ზამთრისთვის ინახავდნენ ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, ღვინოს, მარცვლეულს...
ღამე უფროსი ძმა თავისი მარნიდან იღებდა პროდუქტს და უმცროსი ძმის მარანში დებდა. ის ამბობდა:
— მე ცოლი და შვილი მყავს. ჩემი ძმა მარტო არის. ეს პროდუქტი მისთვის უფრო საჭიროა.
ღამე უმცროსი ძმაც თავისი მარნიდან იღებდა პროდუქტს და უფროსი ძმის მარანში დებდა. ის ამბობდა:
— მე მარტო ვარ და ბევრი პროდუქტი არ მინდა. ჩემს ძმას ცოლი და შვილი ჰყავს. ეს პროდუქტი მისთვის უფრო საჭიროა.
ასე ცხოვრობდნენ კეთილი ძმები. მათი სიკეთე ღმერთმა დაინახა და ორივე ძმას მისცა ბევრი საჭმელი და სასმელი.