Up
ორი მელა ოტია იოსელიანი

ორი მელა
ოტია იოსელიანის მიხედვით

ერთი მელა შეხვდა მეორეს.

− გამარჯობა, დაო!

− გაგიმარჯოს, დაიკო!

− როგორა ხარ?

− როგორც შენ. შენ როგორა ხარ?

− როგორც შენ.

მშიერი ხარ თუ მაძღარი?

− მშიერიც ვარ და მაძღარიც, შენ?

− მეც – მაძღარიც და მშიერიც.

− როგორაა საქმე?

− კარგადაც და ცუდადაც. შენი...

− ასევე, ცუდადაც და კარგადაც.

შენიანები როგორ არიან?

− რა ვიცი, ხან ასე, ხან ისე. შენიანები?..

− ისინიც ხან ისე, ხან ასე.

− საით მიდიხარ?

− საითაც თვალები ხედავს. შენ, საით?

− საითაც ფეხები წავა.

ვერც ერთმა ვერ გაიგო ვერც ერთმანეთის ამბავი, ვერც ქვეყნის. ასე წავიდნენ.