Up

   ნიკო ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანი

ნიკო (მეგობრებისთვის ნიკალა) ფიროსმანი იყო ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი. იგი ბავშვობიდან კარგად ხატავდა. ნიკო თვითნასწავლი მხატვარი იყო. ერთხელ მხატვრებმა, კირილე და ილია ზდანევიჩებმა, ნახეს მისი ნახატები და ძალიან მოეწონათ. მათ უნდოდათ ფიროსმანის ნახვა და გაცნობა. მათ მალე გაიცნეს მაღალი, ამაყი და ნაღვლიანი ნიკო ფიროსმანი.

ძმებმა ზდანევიჩებმა თბილისში ფიროსმანის ნახატების კოლექცია შეაგროვეს. ნიკალას ნახატები ძალიან იაფი ღირდა. 1913 წელს ფიროსმანის ნახატების გამოფენა იყო მოსკოვში.

ნიკალა ბევრ ნახატს ხატავდა, მაგრამ ძალიან ღარიბი იყო. მას არ ჰქონდა სახლი, ფული... მას ხან გარეთ ეძინა და ძალიან ავად იყო.

ერთხელ მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა ნახა ფიროსმანი. მან ლადოს უთხრა: „მე მძიმე ცხოვრება მაქვს, მაგრამ მაინც ვხატავ... სხვები იცინიან ჩემს ნახატებზე, მაგრამ მე ჩემი ცხოვრების გზაზე მივდივარ. ცხოვრება კონტრასტია: მდიდარი — ღარიბი, კეთილი — ბოროტი... მე ვხატავ შავი და თეთრი ფერებით. ბოროტება შავია, ცხოვრების სიყვარული კი — თეთრი. ბევრია ღარიბი, მშიერი ადამიანი, მე ისინი მეცოდებიან“.

ნიკალას ოცნება იყო კარგი საღებავები, კარგი ტილო, და საკუთარი ოთახი. მას არაფერი ჰქონდა. ის დაიღალა ავადმყოფობით, სიღარიბით...

ერთ დღეს იგი მეგობარმა საავადმყოფოში წაიყვანა. ფიროსმანი იქ მალე გარდაიცვალა.

ახლა თბილისში ერთ ქუჩას ფიროსმანის ქუჩა ჰქვია. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ნიკო ფიროსმანი.

ნიკო ფიროსმანი