Up

ნაწყვეტები ინტერნეტფორუმიდან:
დიალოგი საბავშვო წიგნების შესახებ

გეგა: ნუცა, რომელი იყო შენი საყვარელი წიგნები ბავშვობაში?

ნუცა: ბევრი, ძალიან ბევრი. ბავშვობაში ჩემი საყვარელი წიგნი იყო ასტრიდ ლინდგრენის „პეპი“ და კიდევ რასმუსის შესახებ. ყველა წიგნი მიყვარდა... ბევრ ეპიზოდს დღესაც ვკითხულობ... ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ პირველად ვთხოვე დედას რძე.

გეგა: ნუცა, რომელი პერსონაჟები მოგწონდა კიდევ?

ნუცა: კარლსონი, ემილი, ტომ სოიერი, ჰეკლბერი ფინი... კიდევ ბევრი სხვა.

გეგა: შენს შვილს ხშირად უკითხავ წიგნებს?

ნუცა: კი, ძალიან ხშირად. უკვე წავუკითხე მარკ ტვენის „ტომ სოიერი“, ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ და პამელა ტრავერსის „მერი პოპინსი“.

გეგა: „პატარა უფლისწულიც" წაუკითხე?

ნუცა: კი, მაგრამ ჯერ 5 წლის არის და მხოლოდ პირველი თავი წავუკითხე.

გეგა: კარგია! შენს შვილს წიგნები უყვარს!

ნუცა: ჰო, მართალია!

გეგა: ნუცა, ქართული ზღაპრებიც წაუკითხე შენს შვილს?

ნუცა: კი, აბა რა, წავუკითხე. ქართული ზღაპრებიც ძალიან მოეწონა.