Up
მიხეილ თამარაშვილი

მიხეილ თამარაშვილი იყო ქართველი მეცნიერი, პროფესორი. მან ევროპაში მიიღო სასულიერო განათლება და თბილისში კათოლიკური ტაძრის მღვდელი იყო. შემდეგ მიხეილი იტალიაში წავიდა. იქ მან დაამთავრა რომის სასულიერო აკადემია და კათოლიკური ეკლესიის აბატი და თეოლოგიის დოქტორი გახდა. მალე დაინიშნა ამავე აკადემიის პროფესორად. მან ვატიკანის, საფრანგეთის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში აღმოაჩინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტური მასალები და დაწერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები. მათ შორის: "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", "საქართველოს ეკლესიის ისტორია".

თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა გააცნო ევროპელ მკითხველს საქართველოს ისტორია და კულტურა. იტალიაში მას იცნობდნენ მიქელ თამარათის სახელით.

სამწუხაროდ, თამარაშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დამთავრდა. 1911 წელს მიხეილი სანტა-მარინელასთან დაიხრჩო. მან გადაარჩინა უცნობი ადამიანი, თვითონ კი დაიღუპა.

1981 წელს მიხეილ თამარაშვილი საქართველოში გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.