- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მეფე და შვილები
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
იყო ერთი მეფე. მას ჰყავდა ოცდაათი ვაჟი. სიკვდილის წინ მეფემ შვილებს უთხრა:
− მოიტანეთ ოცდაათი ისარი!
შვილებმა ისრები მოიტანეს. მეფეს უნდოდა ისრების ერთად დამტვრევა, მაგრამ ვერ დაამტვრია. შემდეგ მეფემ ყველა ისარი ცალ-ცალკე აიღო და ადვილად გატეხა.
მეფემ უთხრა შვილებს:
− ოცდაათი ისარი ერთად ვერ დავამტვრიე. ცალ-ცალკე კი ყველა გავტეხე! თქვენც ასე ხართ: ერთად უნდა იყოთ და მტერი ვერ დაგამარცხებთ.