- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მეფე და მხატვარი
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
ერთი ქვეყნის მეფეს მხოლოდ ერთი თვალი ჰქონდა. მას ჰყავდა ჭკვიანი მხატვარი. მეფეს ის არ მოსწონდა და უნდოდა მისი დასჯა.
ერთხელ მეფემ უთხრა მხატვარს:
− აბა, დამხატე!
მხატვარმა იფიქრა:
− ახლა მოვიდა ჩემი სიკვდილის დღე: ერთი თვალით დავხატავ, მეტყვის: ეს როგორ გაბედე?! ორივე თვალით დავხატავ, იტყვის: ეს მე არა ვარ!
ბოლოს ეს მოიფიქრა: დახატა მეფე ნადირობის დროს, ის ირემს ესროდა. თოფი ჰქონდა ბრმა თვალთან, რომელიც დახუჭული იყო.
მხატვარმა ეს ნახატი მეფეს მიართვა. მეფეს მოეწონა ნადირობის სცენა და ჭკვიანი მხატვარი არ დასაჯა.