- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
მამა ილია — ილია კარტოზია ძალიან კეთილი და ნიჭიერი ადამიანი იყო. იგი 18 წლის გახდა ბერი. 27 წლის ასაკში კი ყველაზე ახალგაზრდა არქიმანდრიტი იყო. მამა ილია 2014 წლის ბოლოს ბარიში წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სალოცავად გაემგზავრა. ბორან "ნორმან ატლანტიკს" საბერძნეთის სანაპიროსთან ცეცხლი მოეკიდა. მამა ილია ხალხს ამშვიდებდა. დასახმარებლად ნავი მოვიდა. მან თავისი ადგილი დედა-შვილს დაუთმო. თვითონ ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მისი ცხედარი ქალაქ ლეჩესთან იპოვეს. მამა ილიას ჰუმანურობა არავის არ გაჰკვირვებია. ის ყოველთვის ყველას ეხმარებოდა.