Up
ლეგენდა თბილისზე

ლეგენდა თბილისზე

თბილისი საქართველოს დედაქალაქია მეხუთე საუკუნიდან. ამ დროს მეფე იყო ვახტანგ გორგასალი.

არის ასეთი ლეგენდა: ვახტანგ გორგასალი ტყეში ნადირობდა. მან იქ ნახა თბილი წყაროები, მოეწონა ის ადგილი და თქვა: აქ იქნება დედაქალაქი. სიტყვა „თბილისი“ „თბილიდან“ მოდის. აქ ახლაც არის გოგირდის თბილი წყალი და გოგირდის აბანოები. გოგირდის წყაროების ტემპერატურაა +37° ზამთარშიც და ზაფხულშიც. ტურისტებს ეს ადგილი ძალიან უყვართ.

ლეგენდა თბილისზე