Up

   ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი

მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში ბევრი კარგი მხატვარი ცხოვრობდა: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე... მათ ჯერ საქართველოში ისწავლეს, შემდეგ სწავლა გააგრძელეს უცხოეთში.

ლადო გუდიაშვილი ქართველ მხატვრებთან ერთად პარიზში ჩავიდა და სწავლობდა რონსონის „თავისუფალ აკადემიაში“. პარიზში იყვნენ მსოფლიოს ცნობილი მხატვრები. ლადოც კულტურის ცენტრში იყო: ის იყო უცხოელი მწერლების და მხატვრების (პაბლო პიკასო, ლეონარდო ფუჟიტა, ამადეო მოდილიანი) მეგობარი. კაფე „როტონდაში“ მოდილიანი და გუდიაშვილი ერთად ხატავდნენ.

გუდიაშვილის პერსონალური გამოფენები იყო ევროპის და ამერიკის ქალაქებში: პარიზში, მარსელში, ლიონში, ბორდოში, ლონდონში, რომში, ბრიუსელში, ამსტერდამში, ბერლინში, ნიუ-იორკში. მისი გამოფენა იყო საქართველოში და რუსეთის ბევრ ქალაქში.

საფრანგეთში იყო დიდი კრიტიკოსი მორის რეინალი. მან 1925 წელს დაწერა წიგნი გუდიაშვილზე. ამის შემდეგ ლადოს ნახატები იყიდეს მადრიდის მუზეუმმა „პრადომ“ და კერძო კოლექციონერებმა.

გუდიაშვილი იყო მონუმენტალისტი, გრაფიკოსი, თეატრის და კინოს მხატვარი, დეკორატორი, ილუსტრატორი. იგი ხატავდა ძველ თბილისს, საქართველოს, წიგნების ილუსტრაციებს, ლეგენდებს. გუდიაშვილმა ქაშუეთის ეკლესიაში დახატა ფრესკები. დღეს ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი არის გუდიაშვილის ქუჩაზე.

ნიკო ფიროსმანი