Up
   სულხან-საბა

კუ და მორიელი
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით

კუ და მორიელი მეგობრები იყვნენ. ისინი ერთად მოდიოდნენ გზაზე. წინ მდინარე დაინახეს. მორიელმა ცურვა არ იცოდა.

კუმ უთხრა:

— მოდი, ჩემს ზურგზე დაჯექი და მე გაგიყვან.

— კარგი, უპასუხა მორიელმა და კუს ზურგზე დაჯდა.

კუმ მდინარეში ცურვა დაიწყო, მორიელმა კი მას კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა:

— ძმაო, რას აკეთებ?

მორიელმა უპასუხა:

— რა ვქნა, არც მე მინდა, მაგრამ მორიელებს ასეთი ჩვევა გვაქვს: ყველას ვკბენთ, მეგობარსაც კი.

კუ ღრმად ჩავიდა წყალში და მორიელი წყალში ჩავარდა.

მორიელმა ჰკითხა:

— ძმაო, რას აკეთებ?

კუმ უპასუხა:

— ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩვენ ასეთი ჩვევა გვაქვს: ნაკბენ ადგილს ვიბანთ, თორემ მოვკვდებით.