Up

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი

ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე ასე გვიამბობს თავისი სიყვარულის ისტორიას:

"მე სიცოცხლეში ერთხელ ვიყავი შეყვარებული. ეს იყო ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული. ის ჩვენი თეატრის მსახიობი იყო — ბელა მირიანაშვილი. ბელა გახდა ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების დედა, ჩემი შვილიშვილების ბებია... ის 1992 წელს გარდაიცვალა. ერთად ვიყავით 26 წელი, აქედან მხოლოდ 3 წელი არ იყო ავად.

ბელა სულ 5 ფილმში მონაწილეობდა, მაგრამ მაინც ყველას ახსოვდა და უყვარდა. რეჟისორები სულ სთხოვდნენ სპექტაკლებში თამაშს.

მერე ჩვენს ცხოვრებაში მოხდა ტრაგედია: ის მეორე ბავშვს ელოდებოდა. ავად გახდა გრიპით, 40 გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა და სცენაზე გამოვიდა. ეს მისი ბოლო სპექტაკლი იყო. წამლებს არ სვამდა მომავალი შვილის გამო.

მისთვის სიარული და კიბეზე ჩასვლა უკვე ძნელი იყო. შვილის გაჩენის შემდეგ უფრო ცუდად გახდა. უცხოეთში გასტროლების დროს ყველგან ვეძებდი მისთვის წამლებს. ბელა უკვე ვერ დგებოდა, მაგრამ ის ძლიერი ადამიანი იყო: ლამაზი, ძალიან ჭკვიანი და კეთილი. ბელა ამბობდა:

"არა, მე უბედური არა ვარ! მყავს ძალიან კარგი და ძლიერი მეუღლე, მყავს შვილები, შვილიშვილები! ყველაფერი ერთად არ არის!"

23 წელი ისე ვიცხოვრეთ, თითქოს ის ინვალიდი არც იყო. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.

როგორ ვუვლიდი ბავშვებს ავადმყოფ ცოლთან ერთად? ჩემთვის ეს არ იყო ძნელი. ბელა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და მეხმარებოდა.

მახსოვს, დონ კიხოტის როლზე უარის თქმა მინდოდა, მაგრამ ბელამ მითხრა:

"ჩემთვის ძნელი იქნება უშენოდ, მაგრამ უარს ნუ იტყვი ამ როლზე!"

...მარტო არსად არ მივდიოდი. ბელას ხელით მივიყვანდი მანქანამდე, ჩავსვამდი და ყველგან თან დამყავდა: მეგობრებთან, ნაცნობებთან, თეატრში... ჩემთვის უფრო მძიმე არის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის წავიდა.

26 წელი ვიცხოვრეთ ერთად. არასოდეს ხმამაღლა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის რამე. ბელამ ჩემი ყველაფერი იცოდა და მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

იცით, ბელა ზოგჯერ დღესაც მელაპარაკება!.. სიკვდილი მართლა არ არსებობს".

დიახ, როცა დიდი სიყვარულია, იქ სიკვდილის ადგილი არ არის!