Up
   სულხან-საბა

კაცი და კაკლის ხე
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით

იყო ერთი კაცი. ის მთაში ცხოვრობდა. პირველად ჩამოვიდა მთიდან ბარში. მან დაინახა ძალიან ლამაზი ბაღი და შევიდა. იქ ნახა ბევრი ხილი და ბოსტნეული. მას ძალიან მოეწონა ეს ბაღი და ღმერთს მადლობა უთხრა ასეთი ლამაზი ადგილისთვის.

კაცმა თქვა:

ღმერთო, აქ ყველაფერი კარგად არის. ცუდი კი ის არის, რომ პატარა ბალახზე დიდი საზამთროა და დიდ ხეზე პატარა კაკალი არის!

კაცი დადიოდა ბაღში აქეთ-იქით, დაიღალა, დაწვა კაკლის ხის ქვეშ და დაიძინა.

ამ დროს ჩიტი იყო ხის ტოტზე. მან ერთი კაკალი ჩამოაგდო. კაკალი კაცს თავზე დაეცა.

კაცი ადგა და თქვა:

− გმადლობთ, ღმერთო! შენ უფრო კარგად იცი ყველაფერი. კარგია, რომ კაკალია ხეზე. საზამთრო ხომ მომკლავდა!