- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
კავკასია და საქართველო
საქართველო არის კავკასიაში. კავკასია არის რეგიონი და მის გარშემო არის შავი ზღვა, კასპიის და აზოვის ზღვები. კავკასიაში არის საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ადიღე, დაღესტანი, ინგუშეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ჩეჩნეთი, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეები. კავკასიის დიდი ქალაქებია: თბილისი, ბაქო, ერევანი, კრასნოდარი, გროზნო, სოჭი, ვლადიკავკაზი, სტავროპოლი, მაჰაჩყალა, ნალჩიკი, ქუთაისი...
კავკასიაში არის მაღალი მთები. ზოგ მთაზე ყოველთვის არის თოვლი და ყინული. ასეთი მთებია: იალბუზი (5642 მ), დიხთაუ (5205 მ), შხარა (5068 მ), მყინვარწვერი (5033 მ) და სხვა. კავკასიის დიდი მდინარეებია: მტკვარი, ყუბანი, კუმა, თერგი, რიონი. კავკასიაში ზომიერი და სუბტროპიკული კლიმატია.
საქართველოს ბუნება მრავალფეროვანია, კლიმატი ზოგან სუბტროპიკულია, ზოგან კი — ცივი. საქართველოს ლანდშაფტი ასევე მრავალფეროვანია. აქ არის ზღვა, მთები, ტყეები... საქართველოს დასავლეთით შავი ზღვაა, ჩრდილოეთით კი — კავკასიონი. კავკასიონი არის მაღალი მთების სისტემა.
საქართველო მდიდარია წყლებით. აქ ბევრი დიდი და პატარა მდინარე არის.დასავლეთ საქართველოს დიდი მდინარეებია: რიონი, ენგური, ჭოროხი, ყვირილა,ცხენისწყალი. აღმოსავლეთში არის მტკვარი, არაგვი, ქსანი, თერგი, ალაზანი,იორი.
საქართველოში არის ტბებიც: ბაზალეთი, რიწა, ფარავანი, პალიასტომი, კუმისი, ტაბაწყური, აბული და სხვა.
საქართველოს დედაქალაქია თბილისი.