- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
თბილისში ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტს იოსებ ჟორდანიას სახელი ჰქვია. ის ძალიან ჰუმანური ადამიანი იყო. 1962 წელს რიო-დე-ჟანეიროს ახლოს თვითმფრინავს ცეცხლი მოეკიდა და ოკეანეში ჩავარდა. სხვა მგზავრებთან ერთად ბორტზე იყო ქართველი ექიმ-გინეკოლოგი პროფესორი იოსებ ჟორდანია. ის სამეცნიერო სიმპოზიუმზე იყო და სამშობლოში მოდიოდა. თვითმფრინავში პანიკა დაიწყო. სამაშველო რგოლები და ჟილეტები მისცეს მგზავრებს. ერთი უბილეთო ბრაზილიელი გოგონა რგოლის გარეშე დარჩა. ქართველმა მეცნიერმა საკუთარი რგოლი გოგონას მისცა და ის სიკვდილს გადაარჩინა. ჟორდანიამ ცურვა არ იცოდა და, სამწუხაროდ, დაიღუპა.
იოსებ ჟორდანიაზე ბევრი რამ დაიწერა. მათ შორისაა შოთა ნიშნიანიძის, "ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე." 1981 წელს ლონდონში ანდრეი ვოზნესენსკის პოეზიის საღამოზე ინგლისელმა მსახიობმა ედვარდ ფოქსმა წაიკითხა ლექსი იოსებ ჟორდანიაზე. დარბაზში ყველა ფეხზე წამოდგა და ამით პატივი სცეს ამ დიდ ადამიანს.