- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
იაკობ ნიკოლაძე
ქართველი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე სწავლობდა თბილისში, მოსკოვში, ოდესაში და პარიზში. იგი ცხოვრობდა იტალიაში.
იაკობ ნიკოლაძე მუშაობდა ოგიუსტ როდენთან. შემდეგ მან დაწერა წიგნი „ერთი წელი როდენთან“.
იაკობ ნიკოლაძემ დახატა ქართველი მწერლების, მსახიობების, მეცნიერების და პოლიტიკოსების პორტრეტები. იგი იყო მოქანდაკე. მისი სკულპტურები მარმარილოს, თიხის, ქვის და თაბაშირის არის. ისინი პლასტიკურია და კომპოზიციები — ლაკონიური.
იაკობ ნიკოლაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პროფესორი. თბილისის ცენტრში არის იაკობ ნიკოლაძის ქუჩა. აქ არის იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.