- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
თბილისი – ინტერნაციონალური ქალაქი
თბილისი ინტერნაციონალური ქალაქია. აქ არიან ქართველები, ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები, ქურთები... თბილისში ტრადიციულად სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ცხოვრობენ: ქრისტიანები, მუსლიმანები, იუდეველები. ქართველების დიდი ნაწილი მართლმადიდებელი (ორთოდოქსი) ქრისტიანია და თბილისში ბევრი მართლმადიდებლური ეკლესიაა. აქ ასევე არის კათოლიკური, ლუთერანული, ბაპტისტური, გრიგორიანული ეკლესიები, სინაგოგა, მეჩეთი.