Up
თბილისის ბაღები და პარკები

თბილისის ბაღები და პარკები

თბილისში ბევრი ლამაზი ბაღი და პარკია. აი, ზოგიერთი: ბოტანიკური ბაღი, ვაკის პარკი, ვერის ბაღი, მთაწმინდის პარკი, ზოოლოგიური პარკი, მუშტაიდის ბაღი, 9 აპრილის ბაღი...

თბილისის ბაღები და პარკები

ბოტანიკურ ბაღში არის საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის კოლექციები, კავკასიის უნიკალური მცენარეები, ტროპიკული ორანჟერეა და „წითელი წიგნის“ მცენარეები. ბოტანიკურ ბაღში არის მდინარე წავკისისწყალი. მდინარეზე რამდენიმე ხიდია. ყველაზე ლამაზი ხიდი სულ ზემოთაა. ბოტანიკური ბაღი 128 000 ჰექტარია. ბოტანიკურ ბაღს სხვადასხვა შესასვლელი აქვს. ერთი შესასვლელი არის ნარიყალას ციხის ქვევით. ნარიყალას ციხე ბოტანიკურ ბაღს და გოგირდის აბანოებს შორის არის.

თბილისის ბაღები და პარკები

ვაკის პარკს რამდენიმე შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთით პარკს აქვს ფართო კიბე. ეს პარკის ცენტრალური შესასვლელია. მის პირდაპირ დიდი შადრევნებია. ვაკის პარკში არის საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფეები, ბარები, რესტორანი, სტადიონი...

თბილისის ბაღები და პარკები

ვერის ბაღი არის ნიკო ნიკოლაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებს შორის. ბაღში არის ლურჯი მონასტერი და იოანე ღმრთისმეტყველის ეკლესია. ვერის ბაღში არის სპორტული კომპლექსი — სპორტული დარბაზი კალათბურთის და ფრენბურთისთვის, ჩოგბურთის მოედნები, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი, პენსიონერთა ჭადრაკის კლუბი...

თბილისის ბაღები და პარკები

ზოოლოგიური პარკი არის მდინარე ვერეს ხეობაში. ეს არის ბავშვების საყვარელი ადგილი. პარკში არის კავკასიური ფაუნა და ბევრი ატრაქციონი.

თბილისის ბაღები და პარკები

მუშტაიდის ბაღში აშენდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს. ბაღის ტერიტორიაზე იყო კავკასიის აბრეშუმის სადგური. დღეს კი პარკთან ახლოს არის აბრეშუმის მუზეუმი.

თბილისის ბაღები და პარკები

9 აპრილის ბაღი არის თბილისის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის პროსპექტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბაღის ტერიტორიაზე დგას ცნობილი ადამიანების სკულპტურული ძეგლები. ბაღს ორ ნაწილად ყოფს რეზო თაბუკაშვილის ქუჩა. რეზო თაბუკაშვილი იყო საზოგადო მოღვაწე, მან თარგმნა შექსპირის სონეტები ქართულ ენაზე. ბაღის ქვედა ნაწილში დგას პოეტ გიორგი ლეონიძის ძეგლი. ქვედა პარკი გიორგი ლეონიძის სახელობისაა. ბაღის ზედა ნაწილში არის ქაშუეთის ეკლესია და ეროვნული გალერეა. აქვე დგას ცნობილი მხატვრის — ლადო გუდიაშვილის — ძეგლი.

თბილისის ბაღები და პარკები