- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ელენე ახვლედიანი
ელენე ახვლედიანი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. შემდეგ იგი წავიდა იტალიაში და საფრანგეთში. მან სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში.
ელენე ახვლედიანის ნახატები პარიზში ბევრ გამოფენაზე იყო.
პაბლო პიკასო და ელენე ახვლედიანი მეგობრები იყვნენ. ელენე ახვლედიანმა პაბლო პიკასო ასე გაიცნო: ერთხელ პაბლო პიკასოს მოეწონა ელენე ახვლედიანის ნახატი „კახეთი, ზამთარი“ და ჰკითხა მას:
— ეს ნახატი რა ღირს?
ელენემ უპასუხა:
— ეს ნახატი მე ძალიან მიყვარს და არ ვყიდი.
პიკასო გაკვირვებული დარჩა. მალე ისინი მეგობრები გახდნენ.
ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა იყო პარიზში. კოლექციონერებმა იქ მისი ბევრი ნახატი იყიდეს.
ელენე ახვლედიანი ხატავდა ბუნებას, ქალაქს, პეიზაჟებს. მისი ნახატები ძალიან რომანტიკულია. იგი იყო თეატრის მხატვარიც საქართველოში და რუსეთში. ელენე ახვლედიანი იყო 70-ზე მეტი სპექტაკლის მხატვარ-დეკორატორი.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი არის ახვლედიანის ქუჩაზე