- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
დასვენება საქართველოში
საქართველოში დასვენება კარგია ზამთარშიც და ზაფხულშიც. აქ მთაც არის და ზღვაც. ამიტომ საქართველოში არის მთის და ზღვის კურორტები.
გუდაური და ბაკურიანი ზამთრის კურორტებია. გუდაური თბილისიდან 120 კილომეტრის იქით არის. ბაკურიანი დედაქალაქიდან უფრო შორს არის. ამ ადგილებში ზამთარში ძალიან ცივა, ხშირად არის თოვლი და მზე ერთად. ზამთრის სეზონი დეკემბრიდან აპრილამდეა.
საქართველოს შავი ზღვის კურორტებია: ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, გონიო, გრიგოლეთი... იქ კარგად შეიძლება დასვენება ზაფხულში და შემოდგომაზე. ზღვის სეზონი საქართველოში არის ივნისიდან ოქტომბრამდე.