Up
გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილი იყო ახალგაზრდა ნიჭიერი მწერალი. იგი გამორჩეული ადამიანი იყო. მას ჰქონდა ცხოვრების ორიგინალური სტილი. გურამი ძლიან ხშირად დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი მეგობარი ნუგზარ წერეთელი წერდა: გურამს უყვარდა კონტრასტები, ხან მთაში იყო, ხან ზღვაზე. მას ზღვაზე ყოფნა და მუშაობა უფრო მოსწონდა, ვიდრე მთაში მუშაობა. იქ ისე კარგად ვერ მუშაობდა. გურამი მთაში ორჯერ გადაურჩა სიკვდილს, ზღვას კი ვერ გადაურჩა, თუმცა ძალიან კარგად ცურავდა.

ერთ ზაფხულს იგი გაგრაში ისვენებდა. იმ დღეს ზღვა ძალიან ღელავდა. გურამს უყვარდა სიცოცხლე, სხვისი სიცოცხლეც უყვარდა! სწორედ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა: ის უცნობი რუსი გოგონა იყო. დახმარებას ითხოვდა. გურამი მღელვარე ზღვაში შევიდა, გოგონა გადაარჩინა, მაგრამ თვითონ ტალღებში გაქრა.

გურამ რჩეულიშვილი მაშინ 26 წლის იყო!