Up

   სულხან-საბა

ბოროტი კაცი
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით

ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ძალიან ბოროტი კაცი. იგი სოფლის მტრების მეგობარი იყო. ამ სოფლისთვის ბოროტი კაცი ბევრ ცუდ რამეს აკეთებდა. მოვიდა ამ კაცის სიკვდილის დღე. მან დაუძახა თავის სოფლელებს და უთხრა:

– ვიცი, მე ბევრი ცუდი რამე გავაკეთე სოფლისთვის, როცა მოვკვდები, ხეზე ჩამომკიდეთ!

მოკვდა კაცი და ხალხმა ის ხეზე ჩამოკიდა.

ეს ნახეს ბოროტი კაცის მეგობრებმა. მათ იფიქრეს: „ჩვენი მეგობარი სოფლელებს მოუკლავთ“. მათ დაარბიეს სოფელი.

ხალხმა თქვა: „ეს კაცი სიცოცხლეში ძალიან ბოროტი იყო. მკვდარმა კი კიდევ უფრო მეტი ცუდი გააკეთა.“