- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ირბახის ფარგლებში პირველად 2015 წლის 26 სექტემბრისთვის მომზადდა საინფორმაციო-სარეკლამო სასაჩუქრე მასალები ქართული ენის შესახებ, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა საქართველოს საელჩოებში. მათ კი, თავის მხრივ, მონაწილეობა მიიღეს ენების ევროპული დღის ღონისძიებებში, წარმოადგინეს ქართული კუთხე და ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ პირებს გადასცეს საჩუქრებად. პროექტი გრძელდება და ქართული ენის პოპულარიზაციისათვის მომზადებული მასალები ყოველ წელს მრავალფეროვნდება. ისინი განთავსებულია სპეციალურ გვერდზე, რაც მათი დათვალიერების, ჩამოტვირთვისა და ბეჭდვის საშუალებას იძლევა.
ევროპის საბჭოს თანამედროვე ენების ევროპულ ცენტრს სპეციალური მრავალენოვანი ვებგვერდი აქვს შექმნილი ენების ევროპული დღისადმი, სადაც შესაძლებელია მრავალმხრივი ინფორმაციის მოძიება ამ დღის შესახებ. პროგრამა ირბახის ფარგლებში მომზადდა ვებგვერდის ქართული ვერსია (ღილაკი KA).