„აღმართი“ B1 (ზღვრული დონე) განკუთვნილია იმ შემსწავლელებისათვის, რომლებიც უკვე ფლობენ ენის საფუძვლის გაძლიერებულ დონეს. ქართული ენის B1 დონეზე დაუფლების შემდეგ შემსწავლელს შეეძლება: ვრცელი მხატვრული ნაწარმოების ნაწყვეტების გაგება; დიალოგის წარმართვა და კომუნიკაციის მიზნის მიღწევა მთელ რიგ განსხვავებულ სიტუაციებში; მის გარშემო სალიტერატურო ენით მიმდინარე ხანგრძლივი მსჯელობის, ტელეგადაცემის ძირითადი არსის გაგება; საგნებისა და მოვლენების აღწერა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების წინ წამოწევით; საკუთარი აზრის ნათლად და მკაფიოდ დასაბუთება; სხვათა საუბარში ან განხილვაში ჩართვა; წინასწარი მომზადების გარეშე ნაცნობ თემებზე საუბარი, არგუმენტირებული დისკუსია; სხვადასხვა სახის წერილობითი ტექსტის შექმნა.
სახელმძღვანელო შემსწავლელს აძლევს გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნას ისეთი მოცულობით, როგორიც საჭიროა ენობრივი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის B1 დონის შესაბამისად და ამზადებს ენის ფლობის შემდეგ დონეზე სწავლის გასაგრძელებლად.