„აღმართი“ A2 (ენის საფუძველი) განკუთვნილია იმ შემსწავლელებისათვის, რომლებსაც უკვე აქვთ საწყისი ცოდნა ქართულ ენაში. ენის A2 დონეზე დაუფლების შემდეგ შემსწავლელს შეეძლება: გაიგოს, თუ რაზეა საუბარი მოკლე, მარტივ, მკაფიოდ ნათქვამ შეტყობინებებსა და განცხადებებში; მარტივი და პატარა ტექსტების წაკითხვა და გაგება; ადვილად მისახვედრი ინფორმაციის პოვნა რეკლამაში, მენიუში, ცხრილში; მისთვის ნაცნობ ან საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე მცირე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა; ელემენტარული ინფორმაციის მოთხოვნა და გაგება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბანკში, აფთიაქში; მარტივი ფრაზებითა და წინადადებებით საკუთარი ოჯახის, სწავლის, სამსახურის, ქვეყნის, ინტერესის სფეროს შესახებ საუბარი და წერა, ასევე მარტივი, პირადი წერილების წერა.
სახელმძღვანელო შემსწავლელს აძლევს გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნას ისეთი მოცულობით, როგორიც საჭიროა ენობრივი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის A2 დონის შესაბამისად და ამზადებს ენის ფლობის შემდეგ დონეზე სწავლის გასაგრძელებლად.