- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
ქართულის, როგორც უცხო ენის, სასწავლო რესურსები სერია „აღმართის“ გარდა მოიცავს ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურის სერია „თოლიას“. იგი მომზადებულია ენის ფლობის დონეების შესაბამისად. საკითხავი ლიტერატურა ქართულის, როგორც უცხო ენის, შემსწავლელებს ხელს უწყობს „აღმართის“ სახელმძღვანელო კომპლექტებით ათვისებული გრამატიკული მასალის განმტკიცებასა და ლექსიკური მარაგის გაფართოებაში, მოსმენისა და კითხვის უნარების განვითარებაში. სერია მოიცავს ქვეყანათმცოდნეობით ასპექტებსა და კულტურულ პლატფორმას. ადაპტირებული საკითხავი მასალა უზრუნველყოფილია სასწავლო თარგმნითი ლექსიკონით „თოლია“.