- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
სასურველ ღიმილუკაზე დაჭერით გადაიტანეთ ის მარცხნივ, შესაბამის წრეში. მისი შეცვლის მიზნით, შეიძლება სხვა ღიმილუკას აღება და ზემოდან დასმა. წასაშლელად დააწკაპეთ ნაგვის ურნაზე.
მე შემიძლია გავიგო მისალმება / დამშვიდობება („დილა მშვიდობისა“, „ღამე მშვიდობისა“).
I can understand greetings / farewells (“good morning”, “good night”).
მე შემიძლია მარტივი თხოვნის გაგება და მისი შესრულება.
I can understand a simple request and complete it.
მე შემიძლია მარტივი შეკითხვის გაგება, თუ მელაპარაკებიან ნელა.
I can understand a simple question if asked slowly.
მე შემიძლია მარტივი საუბრის/ამბის გაგება ჩემთვის ნაცნობ თემაზე.
I can understand a simple conversation/story about a familiar topic.
მე შემიძლია გავიგო როდესაც საუბარია ამინდის შესახებ.
I can understand a conversation about weather.
მე შემიძლია გავიგო რაზეა საუბარი მოკლე მარტივ დიალოგში.
I can understand the main topic of a short, simple dialogue.
მე შემიძლია რიცხვების გაგება ერთიდან ოცამდე/ასამდე.
I can understand numbers from one to twenty/hundred.
მე შემიძლია გავიგო ქვეყნების სახელწოდებები.
I can understand country names.
მე შემიძლია გავიგო, როცა მეკითხებიან, სად ვცხოვრობ, რომელი ქვეყნიდან ვარ.
I can understand when asked where I live and what country am I from.
მე შემიძლია გავიგო საუბარი პროფესიების შესახებ.
I can understand a conversation about professions.
მე შემიძლია მისალმება/ დამშვიდობება („დილა მშვიდობისა“, „ღამე მშვიდობისა“).
I can say greetings/farewells (“good morning”, “good night”).
მე შემიძლია დაბადების დღის/ ახალი წლის მილოცვა.
I can wish someone a happy Birthday/ New year.
მე შემიძლია მარტივი მოკლე წინადადებებით მოვყვე ჩემი ოჯახის, მეგობრების შესახებ.
I can tell about my family and friends using short, simple sentences.
მე შემიძლია მარტივი წინადადებების თქმა ჩემთვის ნაცნობ თემებზე.
I can say simple sentences about my familiar topics.
მე შემიძლია ერთიდან ოცამდე/ ასამდე დათვლა.
I can count from one to twenty/ hundred.
მე შემიძლია მოკლე ლექსის თქმა, სიმღერის გამეორება.
I can say a short verse, repeat a song.
მე შემიძლია ჩემი სურვილის გადმოცემა ნაცნობი სიტყვებისა და ჟესტების გამოყენებით.
I can express my desires using familiar words and gestures.
მე შემიძლია მოკლედ და მარტივად ვისაუბრო რა უნდა გამოვიდე (პროფესიის შესახებ).
I can talk briefly and simply whom I want to become (my future profession).
მე შემიძლია მარტივი შეკითხვის დასმა/ მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.
I can ask/ answer a simple question.
მე შემიძლია ვკითხო ადამიანს სად ცხოვრობს, საიდან არის, რა მოსწონს, რა არ მოსწონს და ვუპასუხო ასეთივე შეკითხვებს.
I can ask a person where he/ she lives, where is he/ she from, what does he/ she like/ what doesn’t he/ she like and answer similar questions.
მე შემიძლია ასოების წაკითხვა.
I can read alphabet letters.
მე შემიძლია სიტყვების წაკითხვა.
I can read words.
მე შემიძლია მოკლე წინადადებების წაკითხვა.
I can read short sentences.
მე შემიძლია მოკლე მისალოცი ტექსტის წაკითხვა.
I can read a short congratulation text.
მე შემიძლია სახელების, ნაცნობი სიტყვების წაკითხვა მოკლე ტექსტში.
I can read names, familiar words in a short text.
მე შემიძლია ასოების აკრეფა.
I can type alphabet letters.
მე შემიძლია სიტყვების აკრეფა.
I can type words.
მე შემიძლია მოკლე მესიჯის მიწერა მეგობართან.
I can send a short message to a friend.
მე შემიძლია დაბადების დღის/ ახალი წლის მილოცვა.
I can wish someone a happy Birthday/ New Year.
მე ვსწავლობ ხელით წერას.
I am learning to write.