- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
1613 წელს შაჰ-აბასმა მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეკრიბა და საქართველოსკენ წამოვიდა, თეიმურაზ I‑ს ელჩები მიუგზავნა და მძევლები მოსთხოვა. 1614 წელს თეიმურაზი იძულებული შეიქნა შაჰისთვის მძევლად გაეგზავნა დედა — ქეთევან დედოფალი და ვაჟიშვილები ლევანი და ალექსანდრე. შაჰმა მძევლები ირანში გაგზავნა. მოგვიანებით, 1624 წელს, შაჰ-აბასმა დედოფალს ქრისტიანობის უარყოფა და ისლამის მიღება მოსთხოვა. დედოფალი არ დაჰყვა მის ნებას, რის გამოც ირანის მმართველმა ქეთევან დედოფალი სასტიკად აწამებინა.
ქეთევან დედოფლის წამებას ესწრებოდა ძალიან ბევრი უცხოელი ქრისტიანი. მათზე უზარმაზრი შთაბეჭდილება მოახდინა ულამაზესი ქართველი დედოფლის სულის სიმტკიცემ. ქეთევანის წამებას შეესწრნენ ირანის კარზე მყოფი კათოლიკე მისიონერები, რომლებმაც მისი აღსასრული აღწერეს. ქრისტიანმა ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები ირანიდან გაიტანეს. შემდეგ ეს წმინდა ნაწილები ინახებოდა საქრთველოში (ალავერდის ტაძარში, მაგრამ 1723 წელს დაიკარგა), ინდოეთში (გოას ტაძარში), რომში (წმ. პეტრეს ტაძარში), ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I‑მა პოემაში „წამება ქეთევან დედოფლისა,“ გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ და მრავალმა სხვამ. XVII საუკუნის გერმანელმა მწერალმა გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“.
საქართველოს ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.