Up


იბერია

ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ორ იბერიას იცნობდნენ. ერთს — აღმოსავლეთით, მეორეს კი დასავლეთით. ზოგი მიიჩნევდა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ იბერები ერთი და იგივე ხალხია. ზოგიც საპირისპირო აზრს უჭერდა მხარს. ნაწილი თვლიდა, რომ ესპანეთის იბერები საქართველოში გადასახლდნენ. მეორე ნაწილი კი ფიქრობდა, რომ ქართველები, ანუ აღმოსავლეთის იბერები გადავიდნენ პირენეს ნახევარკუნძულზე.

ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში ქართლი ცნობილი იყო როგორც „იბერია“. ალბათ იბერიის ნახევარკუნძულისგან განსხვავების მიზნით, დასავლურ წყაროებში ქართლს „აღმოსავლეთის იბერიად“ ან „კავკასიის იბერიად“ მოიხსენიებდნენ.

იბერია ან ივერია, იგივე ქართლი  — აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ.წ. III — ახ.წ. VI საუკუნეებში არსებული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო გახლდათ. თავდაპირველად მისი დედაქალაქი იყო არმაზი, მოგვიანებით კი დედაქალაქი გახდა თბილისი.

ფარნავაზ მეფე

ძვ.წ. III საუკუნეში იბერიის სამეფოს სათავეში ედგა მეფე ფარნავაზი. ძველი ქართული საისტორიო თხზულების  — „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ფარნავაზი ქართლის სამეფოს დამაარსებლად მიიჩნევა (იხ. ვრცლად). ფარნავაზი. მასვე მიეწერება ქართული მწიგნობრობის, ანუ ანბანის შექმნა. ფარნავაზის სახელს უკავშირდება ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებაც. მან განახორციელა ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა შვიდ საერისთავოდ. ამას გარდა, ფარნავაზმა ჩაუყარა საფუძველი პირველ ქართულ სამეფო დინასტიას — ფარნავაზიანთა დინასტიას.

ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, იბერიის სახელმწოფოს სხვადასხვა სამეფო დინასტიები მართავდნენ. თავად სახელმწიფოც დროდადრო მასზე უფრო დიდი და ძლევამოსილი იმპერიების გავლენის ქვეშ ექცეოდა. თუმცა, იბერიის მეფეები თუ მმართველები ყოველთვის ზრუნავდნენ საკუთარი ქვეყნის წარმატებასა და დამოუკიდებლად არსებობაზე.

ფარსმან ქველი

ფარსმან ქველი. იბერიის სამეფოს ფარნავაზიანთა დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი და წარმატებული მეფე იყო ფარსმან II, რომელიც ქვეყანას II საუკუნეში, დაახლოებით 120-170 წლებში მართავდა. ფარსმან ქველი — ასე მოიხსენიებს მას XI საუკუნის ქართველი ისტორიოგრაფი ლეონტი მროველი. რომის იმპერატორი ადრიანესულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ ქველი შემდეგნაირადაა განმარტებული — მოწყალე, კეთილი, მხნე. ამ პერიოდში იბერიის სამეფოზე გავლენის მოსაპოვებლად ორი მძლავრი იმპერია ეცილებოდა ერთმანეთს. ეს იყო რომი და პართია. რომის იმპერატორმა ადრიანემ (ძვ.წ. 76-138 წწ.) საკუთარი გავლენის დემონსტრირებისა და გაძლიერებისათვის ფარსმანს ელჩების ხელით ძღვენი გამოუგზავნა და მერე რომშიც მიიპატიჟა. ფარსმანი არ ეახლა ადრიანეს რომში, თუმცა საპასუხო ძღვენი და საჩუქრები უხვად გაატანა მის ელჩებს იმპერატორთან.კაპიტოლიუმი ფარსმანი რომში ჩავიდა ადრიანეს გარდაცვალების შემდეგ, როცა იმპერიას ახალი იმპერატორი ანტონინუს პიუსი მართავდა. ამ ვიზიტის შესახებ რომაული წყაროებიც გვაწვდიან ცნობებს. კერძოდ, რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი წერს, რომის იმპერატორი ანტონინუს პიუსირომ ფარსმანი ოჯახთან ერთად ესტუმრა რომს. მას ახლდნენ მეუღლე და ვაჟიშვილი. იმპერატორმა ანტონინუსმა ფარსმანს კაპიტოლიუმში მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩატარების უფლება მისცა. ფარსმანის სამხედრო ამალამ კოლიზეუმში საჩვენებელი ჯირითი მოაწყო. გარდა ამისა, დიდი პატივის ნიშნად, ფარსმანის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება მარსის მოედანზე დაადგმევინა. სამწუხაროდ, ამ ქანდაკებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ბუნებრივია, რომ იბერიის სამეფოს გაძლიერება და რომთან მისი პოლიტიკური დაახლოვება არ აწყობდა პართიას. ამიტომ პართიის მეფე ვოლოგეზ III იბერიის სამეფოს ორჯერ შემოესია. ფარსმანმა ორჯერვე შეძლო მისი დამარცხება. ფარსმანის დამსახურებით იმ პერიოდისათვის იბერიის სამეფო ერთ-ერთი ძლიერი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფო გახდა.

ძალისის ნაქალაქარი. საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთასთან ახლოს მდებარეობს სოფელი ძალისი. სწორედ ამ სოფელში 1971-72 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ანტიკური ნაქალაქარი. ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ.წ. II — ახ.წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე ყოფილა დასახლებული. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად, სადაც დიდი დასახლება წარმოქმნილა. როგორც ჩანს, ეს იყო არისტოკრატთა უბანი. გათხრებით მოპოვებული მასალების მიხედვით არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქალაქმა, რომელმაც ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. VIII საუკუნის 30‑იან წლებამდე იარსება, განვითარების უმაღლეს დონეს ახ.წ. I — III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტორიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI — VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII საუკუნის 30‑იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა არაბი დამპყრობლის მურვან ყრუს შემოსევის დროს.

ნაქალაქარზე აღმოჩენილია ურთიერთგადამკვეთი ლამაზად მოკირწყლული ქუჩები და მოედნები, როგორც საზოგადოებრივი, ასევე საკულტო ნაგებობები სრულიად გამორჩეული მოზაიკებით, ძალისის ანტიკური ხანის მოზაიკა, ძვ.წ. მე‑2 საუკუნეაბანოებით, წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემებით.

ძალისის ნაქალაქარზე გაითხარა ტაძრის, სასახლისა და აბანოს კომპლექსები. სასახლის გვერდით მდებარეობდა რომაული ტიპის აბანო, რომელიც საკმაოდ კარგად ყოფილა მოწყობილი. მასში სამი განყოფილებაა — ცივი, თბილი და ცხელი. სამივე მათგანი ერთნაირი სიდიდისაა. ძალისი, რომაული ტიპის აბანო, ძვ.წ. მე‑2 საუკუნე

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს II საუკუნით დათარიღებული მოზაიკის იატაკი. მოზაიკას შემოვლებული აქვს არშია მცენარეული ორნამენტით, ხოლო არშიის შიგნით გამოსახულია ზღვის ფაუნა, დელფინი, დიონისე და მისი მეუღლე არიადნე, ვაზი, გეომეტრიული ფიგურები და სხვა. ძალისას მოზაიკა ერთ-ერთი უძველესია სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ბერძნულ-რომაული ტიპის მოზაიკებს შორის. აბანო დაკავშირებულია სასახლის საცურაო აუზთან. იგი სრულიად უნიკალური სწორკუთხა ნაგებობაა. მისი სიგრძე 33,4 მეტრია. აუზის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლითაც იგი უკავშირდება აბანოს, ცხრასაფეხურიანი კიბეა. აუზში აგებულია ქვის მერხები დასასვენებლად, მოწყობილია ტრაპი, რომელიც უერთდება კანალიზაციის კოლექტორს. საცურაო აუზი წყლით ივსებოდა დასავლეთის მხრიდან ორი მილსადენის საშუალებით.

„აბანოს“, როგორც კულტურულ ფენომენს, ძალიან დიდი ხნის განვითარების ისტორია აქვს. განსხვავებული კულტურის პირობებში განსხვავებულია აბანოს ტიპიც, მისი არქიტექტურა, სტილი... სრულიად სხვადასხვანაირია აღმოსავლური და დასავლური ტიპის აბანოები, არსებობს ანტიკური აბანოები, ფინური, რუსული, იაპონური, გოგირდის* და სხვა.

* როგორც ცნობილია, საქართველო ერთმნიშვნელოვნად არც ევროპაა და არც აზია. ისტორიის მანძილზე ხან ევროპული და ხანაც აზიური სახელმწიფოების გავლენას განიცდიდა. ამ ფაქტმა საქართველოში აბანოს სტილზეც იქონია გავლენა. თბილისის გოგირდის აბანოები აღმოსავლური ტიპის აბანოებს მიეკუთვნება.

თბილისის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია აბანოთუბანი. „აბანოთუბანი“ ნიშნავს ტერიტორიას, სადაც აბანოებია განლაგებული. ეს არის თბილისის ერთი უძველეს უბანთაგანი, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზეა გაშენებული აბანოები. ისტორიული ცნობით, XIII საუკუნეში თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონია. აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ ადამიანები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ, ზოგჯერ ლხინსაც მართავდნენ და რაც, მეტად საინტერესოა, აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს 😊.

II საუკუნის ალექსანდრიელი გეოგრაფი კლავდიუს პტოლემაიოსი იბერიის ქალაქების ჩამოთვლის დროს ძალისასაც ასახელებს. ეს ბუნებრივიცაა, ძალისა იბერიის სახელმწიფოს ერთ-ერთ ძლიერ და განვითარებულ ქალაქს წარმოადგენდა. ძალისის ნაქალაქარი დღეს მუზეუმ-ნაკრძალია.