Up

ვანი

მშობლები ბერძნულ მითებსა და ლეგენდებს უყვებოდნენ ხოლმე. ცოტა რომ წამოიზარდა, ჰომეროსის „ოდისეა“ და „ილიადა“ წაიკითხა და ისე მოეწონა ეს სამყარო,ჰაინრიხ შლიმანი რომ მიზნად დაისახა მომავალში აუცილებლად მიეგნო მისთვის. ასეც მოხდა. მართალია, მერე აღმოჩნდა, რომ მის მიერ გათხრილი ქალაქი ტროა არ იყო, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.სოფიო ენგასტრომენოსი ‒ შლიმანის მეუღლე ჰაინრიხ შლიმანის ისტორია უკვე თავად იქცა ლეგენდად. დაუვიწყარია მისი მეუღლის ფოტო, რომელზეც იგი გათხრების დროს ნაპოვნი სამკაულებით შემკული, თითქოს სპარტელ დედოფალს, მშვენიერ ელენას განასახიერებს. უყურებ ამ ფოტოს და რწმუნდები, რომ მითი ზოგჯერ რეალობაშიც გადმოდის.

საქართველოშიც მომხდარა მსგავსი ამბები. ლეგენდები და მითები აქაც ხანდახან რეალობად იქცევიან ხოლმე. ზოგჯერ ეს პროცესი ბუნების დახმარებით იწყება და მერე უკვე ადამიანი განაგრძობს. ასე იყო ქალაქ ვანის შემთხვევაშიც. მითი ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ რეალობად იქცა.

1876 წელს გაზეთი „დროება“ წერდა, რომ აქ წვიმა არ მოვიდოდა ისე, რომ ნიაღვარს გორიდან არ ჩამოეტანა ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი ნივთები. ცხადი იყო, რომ დიდი სიმდიდრე უნდა ყოფილიყო ამ გორაზე.ოქროს ბეჭედი XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო ამ ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც სისტემატური ხასიათი მოგვიანებით მიიღო. გათხრებმა აჩვენა, რომ დღევანდელი ვანის ახლოს, გორაკზე, ანტიკურ პერიოდში არსებობდა ქალაქი. თანდათანობით გამოჩნდა ამ ქალაქის თავდაცვითი ნაგებობები, მოკირწყლული ქუჩები, ტაძარი, სადაც კოლხური ამფორები აღმოჩნდა.ოქროს სასაფეთქლე იქნებ ეს სწორედ ის ტაძარია, რომელსაც სტრაბონი მოიხსენიებს კოლხეთის სამეფოში ქალღმერთ ლევკოთეას საკურთხეველზე საუბრისას. ვანში აღმოჩნდა ანტიკური მეომრის და დიდგვაროვანი ქალბატონის სამარხები. მეომრის სამარხში მდიდრული სამკაულისა და ნივთების გარდა, ნაპოვნია ფილიპე მაკედონელის დროინდელი მონეტა. მეომრის ერთ-ერთ ოქროს ბეჭედზე ამოტვიფრულია სახელი — დედატოსი. დიდგვაროვანი ქალბატონის ბოლო განსასვენებელი ასევე სავსე იყო უძვირფასესი ოქროს ნივთებით. ქალბატონს თან ჩაატანეს ოქროს დიადემა, საკიდები,ოქროს ყელსაბამი და სამაჯური სასაფეთქლეები, საყურეები, მძივები და სხვა ბევრი რამ. განსაკუთრებით მშვენიერი და ნატიფია კუს ფიგურებიანი საკიდი.

არქეოლოგიური მონაცემებით, ქალაქის არსებობა დასტურდება ძვ.წ. VIII — I საუკუნეებში. ხოლო ძვ.წ. VI — IV საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ განვითარებულ ქალაქს წარმოადგენდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ისიც გახდა ცნობილი, რომ ძვ.წ. I საუკუნეში ქალაქი განადგურდა, უფრო სწორად დაიწვა. აღმოჩენილია ხანძრისა და საომარი მოქმედებების კვალი. კერძოდ, ანტიკური პერიოდის საომარი მანქანების ყუმბარები. არავინ იცის, ვინ და რატომ გაანადგურა ქალაქი.