langGeo

„აღმართი“ წარმოადგენს ქართული ენის სახელმძღვანელოების სერიას უცხოელი შემსწავლელებისათვის და მოიცავს შემდეგ დონეებს: A1, A2, A2+, B1, B2, B2+. სერიის თითოეული კომპლექტი შედგება შემსწავლელის წიგნის, სამუშაო რვეულის, აუდიო-ვიდეომასალის, მათი ტექსტური ვარიანტების, დავალებების პასუხებისა და მასწავლებლის წიგნისგან. შემსწავლელის წიგნი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამუშაო რვეულთან და მათი ერთობლივი გამოყენებით ხდება შესასწავლი მასალის სრულად ათვისება. „აღმართი“ ითვალისწინებს საერთოევროპულ ენობრივ კომპეტენციებსა და ენის ფლობის უნარების (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა) განვითრებას. მასში ყურადღება გამახვილებულია ენის კომუნიკაციურ სწავლებაზე, წარმოჩენილია ქვეყანათმცოდნეობითი ასპექტი და კულტურული პლატფორმა.

სასწავლო რესურსები მოიცავს სერია „აღმართის“ სახელმძღვანელო კომპლექტებს, ენის ფლობის დონეების შესაბამის „ინტერაქციულ სავარჯიშოებს“, ონლაინსავარჯიშოებსა და ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურის სერია „თოლიას“.

C1 დონეზე შემსწავლელს უკვე შეუძლია ენის თავისუფლად გამოყენება. სწორედ ამიტომ, ამ დონეზე წარმოდგენილია მხოლოდ საკითხავი მასალა: ქართული ლიტერატურა და ისტორიული ამბები. შემსწავლელები აქ ასევე გაეცნობიან ქართულ ანდაზებს და საშუალება ექნებათ დაფიქრდნენ მათ შესატყვისებზე თავიანთ ენებში.

ენის ფლობის დონეების მიხედვით შექმნილია განმარტებით-თარგმნით-აუდიო სასწავლო ლექსიკონი „აღმართი“ და თარგმნითი სასწავლო ლექსიკონი „თოლია“ ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურისთვის.