- სასწავლო რესურსები
- ენის ფლობის დონეები
- სწავლების მეთოდიკა
- ლექსიკონები
თანამედროვე ენების შესწავლის, სწავლებისა და შეფასების უნიფიცირებისათვის საერთოევროპული ენობრივი პოლიტიკა ემყარება ენის ფლობის სპეციალურ სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა ევროპის საბჭოში. ეს გახლავთ ენის ფლობის ექვსდონიანი სისტემა. დონეები განსაზღვრულია „მე შემიძლია“ დესკრიპტორებით. უცხო ენის ფლობის კომპეტენციის ზრდა გამოხატულია შემდეგი საფეხურებით: A, B, C, ხოლო თითოეულ მათგანში ორ-ორი ძირითადი დონე გამოიყოფა A1 A2, B1 B2, C1 C2.
ენის ფლობის დონეების აღწერილობა განსაზღვრულია კომუნიკაციურ ამოცანათა შესრულებისათვის საჭირო ენობრივი უნარების, შესაბამისი გრამატიკისა და ლექსიკის გათვალისწინებით. ენობრივი უნარები მოიცავს რეცეფციასა (მოსმენა, კითხვა) და პროდუცირებას (ლაპარაკი, წერა).